სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება

1167

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საბავშვო ბაღში საქართველო პროექტის “ეკო-ენერგია ერისიმედის ბავშვებისთვის” განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროექტის მიზანი ერისიმედის საბავშვო ბაღში, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებით, ენერგო მოთხოვნის ოპტიმიზაციაა.

“პროექტის ფარგლებში ერისიმედის საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც შემცირდება ტყეზე ზეწოლა; მინიმუმ 10-15%-ით შემცირდება ენერგიაზე მოთხოვნა და CO2 ემისიები; დაინერგება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენების ინოვაციური გზები”, -თქვეს ენერგოეფექტურობის ცენტრში.

ორგანიზაცია ეკო-გრანტების პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში.