საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებით, 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
“დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აცხადებენ დეპარტამენტში.