მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც მოსახლეობის თხოვნით სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ მან თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან ერთად, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.
„ჟვანიას ქუჩაზე აბსოლუტურად ახალი განაშენიანებაა. აქ არის ფართი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთდეს სკვერი. არსებობს უკვე პროექტი, მომავალი წლიდან დავიწყეთ მის მოწყობას და ჟვანიას ქუჩას ძალიან ლამაზი სკვერი ექნება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.