ქუთაისი – წყალტუბო – ცაგერი – ლენტეხი – ლასდილის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1327

ქუთაისი – წყალტუბო – ცაგერი – ლენტეხი – ლასდილის გზაზე 24 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მეწყერსაშიშ ადგილებზე საპროექტო-გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღებისთანავე სარეაბილიტაციო სამუშაო განახლდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ხელოვნური ნაგებობების, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს

“აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია 1985 წლის მერე არ ჩატარებია და გზა ძლიერ იყო დაზიანებული

სარეაბილიტაციო სამუშაო 2017წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.