ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ,,საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმციით, საზოგადებრვი ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.
საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება,
“ქვეყნის მასშტაბით 52 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე 14 კიდევ გაიხსნება”,- აცხადებენ მერიაში.