UNICEF ჰქვია კვლევას, დღეს ეს კვლევა განვიხილეთ და ,,შიდა კუხნაზე” ვიმსჯელეთ, – ასე უპასუხა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ გორის სათემო რადიო “მოზაიკას” შეკითხვას, თუ რა განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ.
მაკრახიძის თქმით, შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა შიდა სამზარეულოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და მუშაობის შემდგომი ეტაპები დაგეგმეს.
,”შიდა კუხნა” იყო ძირითადში, შიგა და შიგ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ დღეს არსებულ მდგომარეობაზე. კვლევებს დაეყრდნენ ძირითადში”, – განმარტავს იოსებ მაკრახიძე.
კითხვაზე, თუ რომელ კვლევებს გულისხმობდა, დეპუტატმა ვერ გაიხსენა, მოგვიანებით კი რადიო ,,მოზაიკას” მიერ ნახსენებ UNICEF – ზე (გაეროს ბავშვთა ფონდი) მიუთითა და აღნიშნა რომ UNICEF -ი კვლევის სახელწოდებაა.
,,კი ეგრე ჰქვია კვლევას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ”, – განმარტა პარლამენტარმა.
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა რადიოს, ასევე, დაუდასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ კრიზისსაც შეეხო.
მაკრახიძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე