ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში 2200 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი დაიგო, პროექტზე 540 999 ლარი დაიხარჯა.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ტეზრის ცენტრალური გზის რეაბილიტაციით ქვეიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების : ტეზრის, სავანისუბნისა და ყიფიანთუბნის 2000-ზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.
უწყების ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სურამის, ქვიშხეთისა და ზემო ოსიაურის გზების რებილიტაცია. დასასრულს უახლოვდება დაბა სურამში 26 მაისის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 542 400 ლარია. 26 მაისის ქუჩა სურამში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია. პროექტის დასრულების შედეგად ქუჩაზე მცხოვრებ 800-ზე მეტ ოჯახსა და დამსვენებლებს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ყველა პირობა შეექმნებათ.