თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატების ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით, საბურთალოს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის შენობაში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დღევანდელ ფორუმში 23 კომპანია მონაწილეობდა, რომლებსაც 2000-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი. ეს არის რიგით მეოთხე დასაქმების ფორუმი, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ცნობით,მაჟორიტარმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ დღევანდელ ფორუმზე ბევრი ადამიანი დასაქმდება.
„მაჟორიტარის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას, რომლებიც ხშირად მოგვმართავენ დასაქმების თხოვნით. შეიქმნა ასეთი პლატფორმა ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტთან ერთად. იმედია, ფორუმი წარმატებული იქნება“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
„ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით დადებით შედეგს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ასეთ პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთოს და დასაქმდეს,“- განაცხადა დავით უთმელიძემ.