ქედაში გაზიფიცირება გრძელდება. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მახუნცეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, ქედის 65 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირება 2019 წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება.
გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია, ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს.
პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.