მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა “პატრიოტთა ალიანსის” ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
მათი განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს, ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.
ასევე, მათივე განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე დანიშნულია ყალბი დიპლომით.
ზესტაფონის მერიაში, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, აცხადებენ რომ აქციის მონაწილეების ბრალდებები უსაფუძვლოა.
როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
რაც შეეხება ადმინიტრაციის სამსახურის იფროსის ეკა დუგლაძის დიპლომს, მერის მოადგილე ამბობს რომ აღნიშნულ საკითხე მოქალაქრების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმე არის ძიებაში, ჩირგაძის თქმით ამის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.
შეგახსენბთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ, მოქალაქეებთან ერთად, ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის წინააღდეგ კამპანია “ამხილე მახათაძე” დაიწყო. მან ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრა, რომლებზეც მახათაძის მიერ ბიუჯეტის ფულით “შექმნილი კომფორტია” ნაჩვენები.