გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ჭაბურღილი მოეწყობა

777

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ჭაბურღილი მოეწყობა, რომელიც წყლით 6 უბანს მოამარაგებს.

მერიის ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორცილედება.

აღნიშნული ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 8 ივნისს დასრულედება. სატენდერო თანხა 122 887 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი ჭაბურღილის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის წყალმომარაგებას.