უმაღლესი განათლების საერთაშორისო კომპანია QS-მა 2018 წლის საუკეთესო სტუდენტური ქალაქები გამოავლინა. რეიტინგები ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქალაქში საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობა, ადგილობრივი დასაქმების ბაზარი, კულტურის მრავალფეროვნება და ცხოვრების ხარისხი. კვლევის დროს 50 000 სტუდენტი გამოიკითხა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
კულტურული კაპიტალის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი ქალაქია ლონდონი. ცხოვრების მაღალი ხარიხსითა და უსაფრთოებით ტოკიო გამოირჩევა. ავსტრალიაში დროდადრო იზრდება უცხოელ სტუდენტთა რიცხვი და მელბურნიამჟამინდელი მონაცემებით სიის მესამე ქვეყანაა, სიდნეი კი მეცხრე.
პარიზი, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერი ქალაქი იყო, დღეს მეხუთე ადგილზეა. ყველაზე ხელმისაწვდმი ქალაქებია ბუდაპეშტი და კუალა ლუმპური.
30 საუკეთესო სტუდენტური ქალაქი:
- ლონდონი
- ტოკიო
- მელბურნი
- მონრეალი
- პარიზი
- მიუნხენი
- ბერლინი
- ციურიხი
- სიდნეი
- სეული
- ვენა
- ჰონგ კონგი
- ტორონტო
- ბოსტონი
- სინგაპური
- ედინბურგი
- ვანკუვერი
- ნიუ იორკი
- კიოტო-ოსაკა-კობე
- ტაიბეი
- ბრისბენი
- კანბერა
- ოკლენდი
- მანჩესტერი
- ბუენოს აირესი
- ბეიჯინგი
- ამსტერდამი
- მოსკოვი
- შანხაი
- პრაღა
წყარო: BBC