შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის წყლის სისტემას რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა 8 თვის წინ ავზი მეწყრული პროცესის გამო დაზიანდა. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.
შედეგად, ახალდაბაში 100-მდე ოჯახი ისევ უწყლოდ არის დარჩენილი.
ჩახერგა გზაც, რის გამოც როგორც მერიაში ამბობენ გართულდა ავზის გაწმენდა და აღდგენა. ახალი პროექტისთვის დამატებითი თანხა გამოიყო, რეაბილიტაცია მიმდინარე წელს იგეგმება.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, შუახევში ბოლო სამ წელიწადში 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, დაწყებული პროექტები კი ამ დრომდე არაა დასრულებული.