ხულოს ორ სოფელში უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა

1007

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლებში: ირემაძეები და ტაბახმელა, არსებული უკანონო ნაგავსაყრელები გაუქმდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სენის” წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც პროექტს ახორციელებს, სოფლების ნარჩენებისგან გათავისუფლების შემდეგ ტერიტორიებზე მწვანე საფარი მოეწყობა, ასევე განთავსდება საინფორმაციო აბრა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაიტანენ.

სალიკვიდაციო ღონისძიებებზე 25 ათასი ლარი დაიხარჯა. ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაცია “სენს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე თვის თვის წინ გაფორმდა.