წელიწადნახევრიანი დაგვიანების შემდეგ ახმეტაში ეთერზეთების საწარმო ამოქმედდება

801

წელიწადნახევრიანი დაგვიანების შემდეგ ახმეტაში ეთერზეთების საწარმო უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კომპანია „აგრო არომას“ ხელმძღვანელის ზურაბ ნაცვლიშვილის თქმით, საწარმო 2017 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, გარკვეული სამეურნეო პრობლემების გამო თარიღმა გადაიწია.

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ეთერზეთები ქინძის თესლისგან დამზადდება და სრულად ექსპორტზე, ევროკავშირში გავა, რამდენადაც გასაღების ბაზარი ადგილზე არ არის. მისი თქმით, ეთერზეთებს კოსმეტიკისა და ფარმაცევტული ნაწარმის წარმოებაში გამოიყენებენ.

ადგილზე ეთერზეთების გარდა ცხოველების საკვების საწარმოც ამოქმედდება. კოპმანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საუბარია ერთ ტერიტორიაზე, სადაც ეთერზეთების საწარმოსთან ერთად ცხოველების საკვების მწაროებელი ქარხანაც ამუშავდება. პროდუქცია ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

კომპანია „აგრო არომა“ სახელმწიფო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა.