გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა გრძელდება

1019

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

“ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგოსექტორში გენერაციის მიმართულება. დაახლოებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა“ ეს პროექტი წარმატებით დაასრულა. დღეს, უკვე, მიმდინარეობს მეორე ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში განაცხადა, სადაც კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის – “გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის სადგური დამატებით ენერგიას გამოიმუშავებს. მიღებული ენერგია, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობასა და კომერციული ობიექტებზე გადანაწილდება.

“გარდაბნის თბოსადგური 2-ის” ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლისთვის იგეგმება.

პროექტის ღირებულება 160 მლნ დოლარია, რომელსაც “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” სრულად აფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია “China Tianchen Engineering Corporation” (TCC) შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო საინჟინრო პროექტებით 30 ქვეყანას მოიცავს.