შუახევში, ხაბელაშვილების წყლის სათაო ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

840

შუახევში, ხაბელაშვილების წყლის სათაო ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

აღსანიშნავია, რომ ხაბელაშვილები – ახალდაბის 10,7 კმ წყალსადენის პროექტი 2 წლის წინ განხორციელდა. წყალსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ახალდაბის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდა. ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა კი, ხაბელაშვილების წყლის სათაო ნაგებობა, საიდანაც ახალდაბის მოსახლეობა წყლით მარაგდებოდა დააზიანა.

“სათაო ნაგებობის გამართული მუშაობისთვის საჭირო გახდა აღდგენითი სამუშაოები. მოკლე დროში მომზადდა ტექნიკური დავალება და გამოცხადდა ტენდერი პროექტის შესყიდვაზე. ამ დროისათვის პროექტი შესყიდულია და უახლოეს დღეებში დაიწყება აღდგენითი სამუშაოები”,-აცხადებენ მერიაში.