ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ გენდერული მიდგომის დანერგვის სტრატეგიებზე ადგილობრივ პოლიტიკაში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ფონდის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში – სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის“ განიხილეს.
დოკუმენტის ძირითადი მიმართულებაა, გენდერული თანასწორობის მიმართ საბჭოს წევრებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადგილზე გენდერული ინსტიტუციების გაძლიერება.
შეხვედრას ადდილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის, საკრებულოს, ასევე ხარაგაულისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.