ოზურგეთში, ჭადრების ბაღში ახალი სკამები დამონტაჟდა

3010

მერიის ცნობით, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში თანამედროვე დიზაინის 10 ახალი სკამი დამონტაჟდა.

სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მომსახურების სერვისცენტრი“ ახორციელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პარკისთვის ინფრასტრუქტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.

ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი პარკების კეთილმოწყობას გააგრძელებს. მისი ცნობით, იგეგმება ახალი სკამების შეძენა, რომლებიც მოქმედ პარკებსა და სკვერებში განთავსდება.