ახალციხე-ნინოწმინდის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

816

სტატიის გაგრძელება

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 14 კმ-იან მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესყიდვისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 694 053 ლარის ღირებულების ტენდერი გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 98-112 კმ მონაკვეთზე, უფრო კონკრეტულად სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და, 5 დღეში, 7 ივნისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დააასრულოს.