თბილისის ავტობუსებში მგზავრთა ნაკადს ითვლიან. სამუშაოებს კომპანია “სისტრა” 15 ივნისისთვის დაასრულებს. ამის შესახებ ბილისის საკრებულოში გამართულ ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე კომპანია “სისტრას” წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.
კომისიის სხდომაზე “სისტრას” წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მგზავრთა ნაკადის კვლევის შესახებ ისაუბრა, რომლის შედეგადაც, შემდგომ ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის სამარშუტო ქსელი შემუშავდება და რესტრუქტურიზაცია მოხდება.
ასმათ აბესაძემ დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ინოვაციური იდეა წარადგინა: 1. თბილისში მიკროავტობუსის მგზავრებისთვის მეორე მგზავრობა შეიძლება უფასო გახდეს; 2. თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს.