თელავში მიგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

809

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით “მიგრაციისა და განვითარების საკითხების” შესახებ, შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვის შესაძლებლობებს, რაც მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული ტენდენციაა და გათვალისწინებულია საქართველოს მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.