თელავში ტექნოპარკი ზაფხულში გაიხსნება

1084

თელავში ტექნოპარკის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ინოვაციური ჰაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის განთავსდება. ინფორმაციას “კახეთი ნიუსი” ავრცელებს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართვა და მსგავსი ტიპის სიახლეების დანერგვა მნიშვნელოვანია და გამოცდილებების შესწავლა და გაზიარება ვითარების გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს მოიტანს.

“ისტორიულ შენობას, სადაც ტექნოპარკი გაიხსნება, ეზოც აქვს, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტი შესაძლებლობით იყოს დატვირთული ტექნოპარკი. თელავის გარდა, ტექნოლაბების გახსნა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. მცირე ზომის, ლაბები სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.