გორის საცურაო აუზის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება

1116

წინა სტატია

გორის საცურაო აუზის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოსათვის დასრულდება. შენობაში 3 აუზი განთავსდება. ამის შესახებ საცურაო აუზის დირექტორმა დავით კარბელაშვილმა თქვა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“ჯერ დავასუფთავეთ შენობა. რეაბილიტაციის პროექტს მალე შევიმუშავებთ. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში დავასრულებთ რეაბილიტაციას“,- განაცხადა დავით კარბელაშვილმა.

გორის საცურაო აუზი 2018 წლის 26 თებერვალს შპს „ჰელმესმა“ 394 ათას ლარად იყიდა. აუზი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.