აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკის რემონტზე, ყოველწლიურად, 100000 ლარამდე იხარჯება

610

აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტოპარკი შესაძლოა განახლდეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ავტომანქანების რემონტზე ყოველწლიურად 100 000-მდე ლარი იხარჯება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ახალი მანქანების შეძენის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, ოპოზიციასთან ერთად მიიღებს. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოს წევრების სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება იგეგმება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე, დაახლოებით 16 ავტომობილი ირიცხება. აქედან ორი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ემსახურება. ავტომობილებით სარგებლობენ, ასევე კომისიის ხელმძღვანელები, ფრაქციები და საბჭოს აპარატის უფროსი.