ქუთაისის მერიამ მრავალბინიანი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობისთვის 400 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სულ 27 ეზო უნდა კეთილმოეწყოს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
სატენდერო წინადადების მიღება 1 ივნისს იწყება და 6 ივნისს მთავრდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს. კორპუსების ეზოს საფარის მოწესრიგებისათვის ტენდერები ყოველწლიურად იმართება.