ქუთაისში, ზაფხულის არდადეგების დროს, ორი საბავშვო ბაღი იმუშავებს

770

ქუთაისში, საბავშვო ბაღებში ზფხულის არდადეგების დასრულებამდე, ორი მორიგე  ბაღი იმუშავებს. ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, ორ კვირაში გადაწყდება თუ რომელი ბაღები იმუშავებენ. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

“სავარაუდოდ, ერთი მორიგე ბაღი იქნება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მეორე კი გარეუბანში, არდადეგების დაწყებამდე ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება იმის მიხედვით თუ სად იქნება ყველაზე მეტი მოთხოვნა”,  – ამბობს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზაფხულის არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყება. ქუთაისში სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, 10 000-მდე ბავშვია რეგისტრირებული.