სკოლების უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა მუნიციპალიტეტებს 2019 წლისთვის გადაეცემათ

705

წინა სტატია

კანონპროექტი პარტლამენტს შემოდგომაზე გადაეგზავნება.

მურღულიას განმარტებით, დეცენტრალიზაციის პროცესი საბოლოოდ გულისხმობს, რომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა, მათ შორის, იჯარა, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გარდა, მუნიციპალიტეტების საქმე იქნება.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა საკუთარი ფართი სხვა შეუსაბამო ბიზნესს არ დაუთმონ. პირველ რიგში, იქნება კანონი, შემდეგ კი სტანდარტი, რომელსაც განათლების სამინისტრო დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წელს პირველი მოსმენით მიღებული აქვს კანონი, რომლითაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სკოლების მოვლა-შენახვის უფლებამოსილება დელეგირებით უნდა გადასცემოდათ, თუმცა, ეს კანონი მეორე და მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ წელიწადნახევრის მანძილზე არ განიხილა. ამჟამად კი ამ უფლებამოსილების დელეგირება განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ხდება, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ უფლებამოსილებას ყველა მუნიციპალიტეტი არ აიღებს.