ქობულეთის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვაკანსია გამოცხადდა

1161

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 მაისია.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება – განაცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება – გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.