კალაძე: როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს

1291

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

“მინდა გამოვეხმაურო მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას. არაერთი შეხვედრა შედგა მერიაში, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს. შეუძლებელია იმის დაკმაყოფილება, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ. ჩემთვის, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების. არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამაზე მე ვისაუბრებ და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას,”- თქვა კალაძემ.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავს.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან