მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობაზე ქუთაისის მერიის ტენდერი ჩავარდა

816

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული  ტენდერი  ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების შესახებ ჩაიშალა.  წინადადების მიღების ვადა ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას გამოუთქვამს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოებისათვის 582 001 ლარი იყო გათვალისწინებული.  ტენდერში გამარჯვებულს კი მდინარე ოღასკურას ერთი მონაკვეთის,  ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე, კალაპოტის მოწყობა ევალებოდა.  შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 6 წლით განისაზღვრება.

შეგახსენებთ, გასულ წელს მდინარე  ოღასკურა ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქის მოსახლეობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა, დააზიანა ინფრასტრუქტურა.