ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მათი თქმით, ზესტაფონში ინფრასტრუქტული პროექტები შეჩერებულია, თანხები ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება და კახაბერ მახათაძე მუნიციპალიტეტს არაეფექტურად მართავს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი პარალიზებულია და მძიმე სოციალური ფონია. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მერიის წინ შკრებილებთან ქალაქის მერი ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.