თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე სამუშაოები დასრულდა. საბაგირო მგზავრებს პირველი მაისიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია “ლეიტნერის” სპეციალისტები აწარმოებდნენ. ჩატარდა რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.
საბაგიროზე ექსპლუატაციის, ინსტრუქციის შესაბამისი სამუშაოები 16 აპრილიდან მიმდინარეობდა.