ფოთში მოვაჭრეებს მაღაზიის წინ პროდუქტის დახლებზე დალაგებისთვის დააჯარიმებენ

762

25 აპრილიდან ფოთში მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტს მაღაზიების წინ, დახლებზე განათავსებენ, დააჯარიმებენ. ამის შესახებ მოვაჭრეები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ზედამხედველობის სამსახურმა დღეს გააფრთხილა. ამ ფაქტს ბაზარში ხმაური მოჰყვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მაღაზიების წინ არის გამოტანილი დახლები, რომელიც ხელს უშლის გადადგილებას. სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან არის რეკომენდაცია, რომ ყველამ საკუთარი საზღვარი დაიცვას, რათა საჭიროების შემთხვევაში სახანძროს მანქანამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც საკუთარი ფართი არ აქვთ, ჩვენ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. ყველაფერი უსაფროებისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით კეთდება“, – თქვა საკრებულოს სივრცითი ტერიტორიის დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.