ნადოკრა-გორანა-სიმხევი-თოლენჯი-მელიასხევი-ხევსურთსოფელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება, ამასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი გუშინ დასრულდა.
ტენდერის სავარაუდო ღიღებულება 4 180 661 ლარი იყო.
ტენდერში სულ 4 კომპანია მონაწილეობდა: შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”; ე/ს შპს “ჯიარჯი” და შპს “კავკასუს როუდ პროჯექტი”; შპს “ენკო” და შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”;
ტენდერში მონაწილე კომპანიებისგან ყველაზე დაბალი ფასი – 3 707 707 ლარი შპს “კომპანია ბლექ სი გრუპისგან” დაფიქსირდა, ხოლო, ყველაზე მაღალი – 4 139 445 ლარი ე/ს შპს “ჯიარჯი” და შპს “კავკასუს როუდ პროჯექტისგან”.
სავარაუდოდ, სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება და სამუშაოების დაწყებიდან 300 დღეში დასრულდება.
პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.