ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

579

ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

უწყების ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

ბათუმის მერიის ცნობით, მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.

ამ ეტაპზე გათბობის სისტემის დამონტაჟებისა და ფასადის შეფუთვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ბაღის მშენებლობის ღირებულება 1 646 930 ლარია.