დედოფლისწყაროში ბაგა-ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით გადამზადნენ

955

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის გამართა. ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.

ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის – ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები.

ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი.

სამინისტროს ინფორმაციით, აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.