ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო მონიშვნები მიმდინარეობს

1316

ქალაქ ზესტაფონის სხვადასხვა ქუჩებზე, საგზაო ნიშნების მონიშვნა მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩა დაიხაზება. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობა, ორ ფერში მოხდება.

საგზაო მონიშვნის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გზაჯვარედინი“ ახორციელებს.

ე. წ. ზებრა გადასასვლელების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 39 800 ლარს შეადგენს.

აღსანისნავია, რომ ქალაქ ზესტაფონში მოუწესრიგებელი გადასასვლელები, სერიოზულ პრობლებას უქმნიდა ქვეითად მოსიარულეებს.