ბათუმში კოლექტორის მშენებლობისთვის 3 მილიონ 600 ათასი ევრო გამოიყო

740

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა, რომლის გავლითაც სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში უნდა გადაიტუმბოს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

კოლექტორის მშენებლობა 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება.

სამუშაოების ღირებულება – 3,6 მლნ ევროს შეადგენს.