კოდის სათემო განათლების ცენტრში უფასო კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

621

2018 წლის 7 მარტს კოდის სათემო განათლების ცენტრმა დაიწყო პროექტი: “სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში”. ინფორმაციას კოდის სათემო განათლების ცენტრი ავრცელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტის ლიდერი პარტნიორია-კოდის სათემო განათლების ცენტრი, ხოლო თანააპლიკანტია-განჯის ქალთა ცენტრი.

პროექტი ქვემო ქართლში და აზერბაიჯანში განჯა-გაზახის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში კოდის სათემო განათლების ცენტრში პირველი მაისიდან დაიწყება შემდეგი უფასო კურსები:

  1. გიდების გადამზადების კურსი
  2. მცირე მეწარმეობის კურსი

კურსებში ჩართვა შეუძლია 18 წლიდან ზევით ახალგაზრდებს, მეწარმეებს, გიდებს, სააგენტოების წარმომადგენლებს, მედიას და ჟურნალისტებს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს.

კურსში ჩასართავად შესაძლებელია როგორც აპლოიკაციის ელექტრონული ვერსიის, ასევე კოდის სათემო განათლების ცენტრში მისვლა და ამობეჭდილი ვერსიის შევსება. 

დაინტერესებულ პირებს შეულიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

  • +995 555 29 26 45
  • +995 591 41 02 74
  • 790 67 30 01