სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშის მოსახლეობა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობამ კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები სოფელში კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებენ.
„დღეში 500 დიდი მანქანა მაინც გადაადგილდება, მუდმივად მტვერში ვართ, აღარ შეიძლება ამ სოფელში ცხოვრება“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვალერი ჭოლაძემ.
მოსახლეობასთან შესახვედრად სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
ამ დროისათვის ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.