ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო “გურიის” რეაბილიტაცია განახლდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სასტუმრო „გურია პალასი“ – (ყოფილი სასტუმრო „გურიას“ შენობა) თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების დამატებას.
სასტუმროში სულ 47 ნომერი იქნება, (აქედან 3 ლუქსი) რომლის მეორე სართულზე კვების ბლოკი და დამხმარე სათავსოები განთავსდება.
მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.
სასტუმრო სულ 2 204 კვ.მ.- ს იკავებს.
შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში.
მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.