დედოფლისწყაროს სოფლებში ბუნებრივი აირის მაგისტრალს ააშენებენ

742
Closeup of manometer, pipes and faucet valves of heating system in a boiler room

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ სოფლებში გაზის მაგისტრალის მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს დედოფლისწყაროს ყველა იმ სოფლის გაზიფიცირებას, სადაც ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ არის.

,,როფორც ცნობილი გახდა, 11 მილიონი ლარი დედოფლისწყაროში განსახორციელებელ სამუშაოებს მოხმარდება. პროექტი უკვე არსებობს და ბუნებრივი აირის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე უნდა დაიწყოს. ხელისუფლება მაგისტრალს ააშენებს და ყველა სოფელში ბუნებრივი აირის მილს შეიყვანს”, – განაცხადა შიოლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტი განხორციელდება სოფლებში: ზემო ქედში, არხილოსკალოში, ქვემო ქედში, სამთაწყაროში, ფიროსმანში, საბათლოში, თავწყაროსა და ჭოეთში.