დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში კონკურსში „მოხატე ქალაქი დედაენით“ გამარჯვებული ესკიზით 100 კვ.მ ფართობის კედელი მოიხატა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკიას ნამუშევარში შენარჩუნებულია კედლის პირველადი სახე და მიღებულია აგურის შენობისა და თანამედროვე ნახატის სინთეზი. ასევე გამოყენებული ფერთა პალიტრა მორგებულია გარემოს იერ-სახეს.
აღსანიშნავია ნამუშევრის შინაარსობრივი ნაწილიც, რომელზეც გამოსახულია როგორც ანბანის ელემენტები, ასევე ახალგაზრდა თაობის წიგნთან ურთიერთობით გამოწვეულ აღტაცება.გარდა ამისა, ახალგაზრდა მხატვრებმა ქუთაისს კიდევ ერთი ნახატი აჩუქეს წარწერით „ დედა ენა“ ,რომელიც ძირითადი ნამუშევრის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელებაა.
კონკურსი „მოხატე ქალაქი დედა ენით“ სსიპ ჟვანიას სკოლამ და ქუთაისის მერიამ ერთობლივად განახორციელეს.