საკონსკურსო თემა დედა ენის თემის ესკიზებზე, კონკურსი Street Art-ის სტილში

722

2018 წლის 14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და ქ. ქუთაისის მერია აცხადებს კრეატიულ კონკურსს დედა ენის თემაზე ესკიზის გამოვლენის მიზნით. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნამუშევარი უნდა შესრულდეს ქუჩის მხატვრობის, Street Art-ის სტილში.

გამარჯვებული ესკიზის ავტორი შეასრულებს ნახატს მონპლეზირის თაღთან არსებული თოჯინების თეატრის კედლის ნაწილზე, ჯამში 100 კვ. მ-ის ფართზე.

განაცხადების მიღება დაიწყება დღეს და დასრულდება 2018 წლის 1 აპრილს, 00:00 საათზე. 

აპლიკანტმა განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ. ფოსტაზე zspa@zspa.ge. განაცხადი უნდა მოიცავდეს:
1. CV;
2. შემსრულებლის პორტფოლიო (ვებ. გვერდი ან/და Facebook გვერდი);
3. ესკიზი;
4. ესკიზის კონცეფცია (მოკლე აღწერა, რამდენიმე წინადადება);
5. შესრულების ტექნოლოგია და გამოსაყენებელი მასალა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. შემსრულებელი უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წელი);
2. შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დიდ კედელზე ხატვის გამოცდილება (მინიმუმ სამი კედელი)

კედლის მოხატვა უნდა დასრულდეს 2018 წლის 13 აპრილს.

კომისია გამარჯვებულს დაასახელებს 2018 წლის 4 აპრილს და გამარჯვებული ესკიზის ავტორს გადაცემს ფულად ჯილდოს.