ქუთაისის მერია ნაციონალების განცხადებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანად აფასებს

596

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”-ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ნაციონალების საპასუხოდ განაცხადეს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა, რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

“ქუთაისის მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას. რაც შეეხება 340 000 ლარს ეს არის პრეისკურანტი ანუ, მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა. რაც შეეხება ახალი ავტომობილების შეძენას ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ,”-განაცხადეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

“ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი 100 ლარით გაზრდილიყო” ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ დღეს თქვა.