ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გაზის მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ, რაზეც მათი თქმით, “ენერგი -პრო ჯორჯია” და აჭარის ფინანსთა სამინისტრო უარს ეუბნებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“თუ დღეს ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აქციებს არ შევწყვეთ”,- განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.