რუსთავში კოსტავას გამზირზე გარეგანათების სისტემას ანახლებენ

815

რუსთავში კოსტავას გამზირზე ძველი გარეგანათების სანათები ახლით იცვლება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, რომ კოსტავას გამზირზე ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები დამონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.

“ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანათები მოძველებულია, რის გამოც ექსპლუატაციის ხარჯი იზრდება, ამიტომ აუცილებელია ძველი სანათების ახლით შეცვლა”- განაცხადეს რუსთავსერვის ცენტრში.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,”რუსთავსერვის ცენტრი’” ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.