რუსთავში NIKE-ის სარეკლამო რგოლს იღებენ

1055

უკრაინული ვიდეო წარმოების კომპანია ,,Radioaktivefilm“-ი  საქართველოში საერთაშორისო სპორტული ბრენდის – NIKE-ის სარეკლამო რგოლს იღებს.

პროექტი საერთაშორისო ,,NIKE”-ის დაკვეთაა. კლიპის დამკვეთი საქართველოში ამსტერდამიდან ჩამოდის, გადამღები ჯგუფის ნაწილი კი – ლონდონიდან, რეჟისორი – ლოს-აჯელესიდან, ჯგუფის მეორე ნაწილი კი – უკრაინიდან. სარეკლამო რგოლის კონცეფციაზე მომუშავე კრეატიული სააგენტო ამსტერდამიდან არის.

ვიდეორგოლი დამზადების შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.

ვიდეორგოლი შეიცავს მარათონის სცენას, რომლის ლოკაციადაც  მოიაზრება ქალაქი რუსთავი, კერძოდ, ძველი რუსთავისა და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა საგზაო ზოლი, ასევე, მერაბ კოსტავას გამზირის ნაწილი.