ხულოში, აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

653

ხულოში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. პროცესის შეჩერება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

კომპანიას სამუშაოები განსაზღვრულ დროში არ დაუწყია, რის გამოც შპს „უნივერსალი„ 29 ათასი ლარით დაჯარიმდა. ხულოს მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა და უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონამდე  ლარი დაიხარჯება.